"უცნაური ბედის აღმოჩნდა... "დინამოს" მეკარის ცოლი გახდა და თავი ოჯახს მიუძღვნაო" - ეკრანებიდან გამქრალი სილამაზე: როგორ მოხვდა განათლებით ბიოლოგი ხათუნა კოტრიკაძე ფილმებში?
15 თებერვალს 68 წლის ასაკში ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. პოპულარობა მის ცხოვრებაში მოულოდნელად 15 წლის ასაკში მოვიდა, როცა ფილმში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გადაიღეს...
სულ სამ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავისი სილამაზით, გულწრფელობით თავი სამუდამოდ დაამახსოვრა, მაგრამ კინოდან მალევე ასევე მოულოდნელად გაქრა. არტისტობაზე უარი მეუღლის, ფეხბურთელ დავით გოგიას თხოვნით თქვა, თუმცა საჯაროობის მოყვარული თავადაც არ ყოდილა. თვალთახედვის არიდან წლების განმავლობასი გაქრა, მაგრამ დარჩა - ასეთი ბედი ბევრს არ ჰქონიდა...
"პატარა კი ვიყავი, მაგრამ ჯერ სკოლის ფორმაში მახსოვს მისი ფოტოები, როლზე რომ დამტკიცდა ამ კაბაში. თემო ფეხბურთს მეთამაშებოდა, ხათუნა კი ადამიანად არ მთვლიდა. "მეთხუთმეტე გაზაფხული" - ბიძაჩემის სოსო ჩხაიძის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო და ხათუნა კოტრიკაძისთვის პირველი კინონამუშვარი" - დაწერა ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძემ, რომელიც ამის შემდეგ AMBEBI.GE-საც გაესაუბრა:
- ხათუნას დებიუტი კინოში ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული" შედგა. მასზე დიდხანს მუშაობდა, ის პერიოდი კარგად მახსოვს, რადგან მაშინ ერთად ვცხოვრობდით. კი, დიდხანს და ძალიან სკრუპულოზურად საქმიანობდა. საერთოდ, თავისი ფილმებისთვის სცენარს, "რაზკადროვკას", თვითონ აკეთებდა, ხატავდა, წერდა... განსაკუთრებულად მიიჩნევდა გოგონას როლზე შერჩევის ამბავს. ძალიან ბევრი სინჯი იყო გაკეთებული, სახლი სავსე გვქონდა, ლამაზი გოგოების ფოტოებით, რასაც მე დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი... ხათუნა იმ ფოტოებში და იმ გოგოებიდან გამორჩეულად ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, ეს არ დაგენახა და არ აღგენიშნა, რაც მთავარია კინოგენურიც გახლდათ... გადაღებებზეც დავყვებოდი, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ პირდაღებული ვუყურებდი ხოლმე. ამასთან საოცრად ცოცხალი და აქტიურიც იყო... ასე რომ, ბიძაჩემმა იმ ბევრი გოგონადან, რომელთა ფოტოები მაგიდაზე ეწყო, ხათუნას ფოტო და ცხადია თავად ხათუნა აირჩია.
- გამოდის ბიძათქვენს აღმოუჩენია პირველად...
- კი, ბიძაჩემის აღმოჩენაა. მანამდე 1-ელ სკოლაში დადიოდა, სადაც იპოვა კიდეც... სკოლებში აქტიურად დადიოდა და მსახიობებს ეძებდა. ფილმში ძირითადად 53-ელები და 55-ლები მონაწილეობენ. ეს იყო 1971 წელი და მასში მონაწილე ახალგაზრდები 15-16 წლისები არიან. ფილმში ხათუნას პარტნიორი ბიჭი, თემურ გუგუშვილი იოლად იპოვეს... იმ ფოტოებიდაn, რაც მაგიდაზე ეწყო, ხათუნა სკოლის ფორმაში მახსოვს... მერე გაზაფხული და ზაფხული რომ დადგა, ხათუნა კაბაში გამოჩნდა, საოცარი იყო...
მახსოვს, ბიძაჩემმა თქვა, ამ კაბაში გადავიღებო და მაგ ფილმში იმ კაბით გადაიღეს. ოპერატორი იურა მარტიროსოვი იყო... არის ასეთი ეპიზოდი, თემო ფეხბურთს თამაშობს და ხათუნა მაგ დროს ჩაივლის, მაგ ფეხბურთის სცენაში მეც ვიყავი, სხვებთან შედარებით პატარა გახლდით და მერე ამის გამო ჩემი კადრები ამოიღეს. კინოში იმ პირველი გამოჩენის შემდე ხათუნა კიდევ ორ ფილმში გადაიღეს - ლეილა გორდელაძის "მოიტაცეს თამარ ქალში", რომელიც საოცრად პოპულარული გახდა. მერე კი უცნაური ბედის აღმოჩნდა - ფეხბურთელის, თბილისის „დინამოს“ მეკარის, დავით გოგიას ცოლი გახდა და თავისი თავი ოჯახს მიუძღვნა და საერთოდ გაქრა. არანაირი კონტაქტი არ ჰქონია არც ბიძაჩემთან და არც არავისთან... გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარრდაიცვალა... გააგრძელეთ კითხვა