რომანტიკული კადრები ილია თოფურიასა და მისი რჩეულის "ინსტაგრამიდან" - ვიდეო
ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

"მატადორის" ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

თხუთმეტი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი. დღეს კი ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია! ილია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი.

ილიას ოჯახის წევრების გარდა მუდმივად გულშემატკივრობს მისი მეგობარი გოგონა - ჯორჯინა უზკატეგი.

წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს.
