საუკეთესო რამ, რასაც შეიძლება ემსახურებოდე - „პალიტრა L“-ის პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს წიგნი რეგიონებში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს
2014 წლიდან დღემდე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტმა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, ათასობით მკითხველს მისცა შესაძლებლობა სასურველი ლიტერატურა საუკეთესო პირობებით მიეღო მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი ისევ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. "პალიტრა L"-ის წიგნის გამავრცელებელი ნიშნავს:
ხელი შეუწყო თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის საზოგადოებამდე მიტანას;
მიიღო დამატებითი შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად.
წიგნის გამავრცელებელი შეიძლება გახდეს სრულიად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი. იმისათვის, რომ "პალიტრა LL" L-თან თანამშრომლობა დაიწყოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა, არის მხოლოდ ლიტერატურის სიყვარული და საკუთარი ბიზნესის კეთების სურვილი.
ჩვენს გამავრცელებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრებისთვის გამომცემლობის ნებისმიერი წიგნი შეიძინონ სპეციალური ფასდაკლებით, გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი გაყიდვების ან პარტნიორების მოწვევის გზით და მიიღონ ფულადი ანაზღაურება.
წიგნის გამავრცელებელს შეუძლია პროდუქცია ფასდაკლებით შეუკვეთოს, მკითხველს შესთავაზოს და გაყიდოს კატალოგის ფასად. გარდა ამისა, შესაძლებლობა აქვს გამომცემლობაში სხვა ადამიანები მოიწვიოს, შექმნას თავისი გუნდი და მიიღოს გაყიდვებიდან პროცენტი. აღნიშნული ბიზნესმოდელი, ერთი მხრივ, მას ეხმარება სტაბილური შემოსავლის მიღებაში, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს ლიტერატურის გავრცელებაში.
გამომცემლობას ბრენდპარტნიორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰყავს. ისინი უკვე წლებია, ამ საქმეს ემსახურებიან და იმ სოფლების მოსახლეობისთვის, სადაც წიგნის მაღაზიები არ არსებობს, სასურველი ლიტერატურის მიღების მთავარ წყაროდ იქცნენ.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ უკვე ყველა იცნობს და იციან, რომ სასურველ წიგნს მათთან აუცილებლად იპოვიან. ეს მათ საშუალებას აძლევს მუდმივად ედოთ ხელი ლიტერატურული სიახლეების პულსზე.
გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის მცხოვრები, "პალიტრა L"-ის ბრენდპარტნიორი ნონა მეშველაშვილი გვიამბობს, რომ მისი საქმიანობის საუკეთესო ნაწილი მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი წიგნიერების ამაღლებაა.
"ჩემი შვილის კლასში დავაწესეთ წიგნის დღე, რომლის აქტივობებშიც თავად ვარ ჩართული. "პალიტრა L"-თან თანამშრომლობა საშუალებას მაძლევს ყოველთვე მივაწოდო ბავშვებს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური თუ შემეცნებითი ლიტერატურა და რაც მთავარია, მათ მშობლებზე მორგებული პირობებით. ამ პროექტმა ძალიან შეაყვარა ბავშვებს კითხვა და ჩვენი სკოლის სხვა კლასებიც მოიცვა".
როგორც ნონა მეშველაშვილი განმარტავს, მისი საქმიანობა საპასუხისმგებლოცაა, რადგან ხშირად თავად უწევს სხვადასხვა წიგნისთვის რეკომენდაციის გაწევა და მნიშვნელოვანია, მუდმივად ინფორმირებული იყოს.
ნონა მეშველაშვილის მსგავსად, ნათია ნაპირელიც "პალიტრა L"-ის ბრენდპარტნიორია. ის თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ცხოვრობს. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია და თავისი ცხოვრებაც წიგნებს დაუკავშირა.
ნათია ნაპირელი დაახლოებით 6 წელია "პალიტრა L"-თან თანამშრომლობს და სოფელ კისისხევის მოსახლეობაში წიგნის გავრცელებაზე ზრუნავს.
"მოთხოვნა, ძირითადად, ბესტსელერებზეა, თუმცა ძალიან აინტერესებთ საბავშვო ლიტერატურა, ხმოვანი წიგნები და ალბომებიც. ბევრს უთქვამს, შენი წყალობით იმდენი წიგნი შევიძინე, სხვა შემთხვევაში ამის საშუალება არ მომეცემოდაო, რადგან ხშირად არ უწევთ რაიონულ ცენტრებში წასვლა. მკითხველი კმაყოფილია ხოლმე, რადგან ყველაზე დაბალ ფასად და სასურველ ადგილზე შეუძლიათ შეკვეთილი წიგნების მიღება.
მკითხველი ძალიან მენდობა, იმიტომ, რომ ჩემს ხელში ათასობით წიგნი ხვდება, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა", - გვიამბობს ის. "პალიტრა L"-ის წიგნის გამავრცელებლობა ნიშნავს აკეთო ნებისმიერი საქმე, თუმცა პარალელურად ემსახურებოდე ყველაზე მთავარს - წიგნიერების ამაღლებას იქ, სადაც ცხოვრობ. თუ პროექტით დაინტერესდით და თავადაც გსურთ მის ნაწილად იქცეთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599086299 ან მოგვწერეთ მეილზე: Book@palitral.ge