"ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მაპატიეს" - რას ჰყვება გოგი წულაია, რომელიც თავშესაფარს ბელგიაში ითხოვს?
პოლიტიკოსი გოგი წულაიას საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა და უკვე მესამე თვეა, რაც პოლიტიკური თავშესაფარის მიღებას ბელგიაში ცდილობს. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილის გავლენებმა იმოქმედა. მისი თქმით, როდესაც ერთი წლის წინ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა, სჯობდა პირდაპირ ამერიკაში წასულიყო.
შეგახსენებთ, პოლიტიკოსი სექსუალური ძალადობის ბრალდებით 2021 წლის 17 მარტს დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპატიმროდან იმავე წლის 1-ლ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამ დროისთვის პოლიტიკოსი უკვე ქვეყნიდან იყო წასული და თავშესაფარს საფრანგეთში ითხოვდა.

- ბატონო გოგი, სად ცხოვრობთ ახლა, რომელ ქვეყანაში და რა სტატუსით?
- ახლა ბელგიაში ვარ, ბრიუსელთან ახლოს პატარა ქალაქში. აქ მცხოვრებლებს "დუბლინები" გვქვია. მაგალითად, ადამიანები, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ბარდებიან და იქ ვერ მიიღებენ სტატუსს, შემდეგ გადადიან სხვა ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს "დუბლინებს" ეძახიან. მე თავიდან საფრანგეთში ჩავბარდი.
- პოლიტიკური ნიშნით ხართ ჩაბარებული?
- დიახ, საფრანგეთშიც მასე ჩავბარდი და შევცდი, რომ იქ ჩავედი, მაგრამ იქ ნაცნობები მყავდა, ვისთანაც ღამეს გავათენებდი. საბოლოოდ საფრანგეთმა არ მომცა თავშესაფარი. კარგი ბიჭი ხარ, გვჯერა, რომ პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ საქართველო კარგი და უსაფრთხო ქვეყანაა, კარგი სასამართლო გაქვთ, წადი და ეგენი გაგასამართლებენო. ჩემი შეცდომა იყო იქ ჩასვლა, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე და საპატიო ლეგიონერია, თან ბიზნესი აქვს ამ ქვეყანაში. ალბათ, აქვს რაღაც გავლენები. თან ვამბობდი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი პირადი მტერია-მეთქი და ვინ მომცემდა თავშესაფარს?! გააგრძელეთ კითხვა