ნატა ბერეჟიანი მეორე შვილის დედა გახდა - რას წერს მსახიობის მეგობარი? - კვირის პალიტრა

ნატა ბერეჟიანი მეორე შვილის დედა გახდა - რას წერს მსახიობის მეგობარი?

მსა­ხი­ო­ბი ნატა ბე­რე­ჟი­ა­ნი მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვარ­ცე­ლე­ბენ. რო­გორც ირ­კვე­ვა ნა­ტას გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც თინა და­არ­ქვა.

"ჩემი გოგო გახ­და ორგზის დედა! ულა­მა­ზე­სი თინა გაგ­ვი­ჩი­ნა დღეს! მინ­და უბედ­ნი­ე­რე­სი იყოთ, უზ­რუნ­ვე­ლი და ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს" - წერს მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა გუ­ლუა.

ნატა ბე­რე­ჟი­ა­ნი პირ­ვე­ლად 22 წლის ასაკ­ში გახ­და დედა. მას ბიჭი შე­ე­ძი­ნა - და­თუ­ნა, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს.

ნატა ბოლო წლებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი კა­რი­ე­რით - რო­ლე­ბით კი­ნო­სა და თე­ატ­რში. რე­ჟი­სორ დათო დო­ი­აშ­ვილ­თან "მეფე ლირ­ზე" მუ­შა­ო­ბი­სას შე­ი­ტყო, რომ 18-წლი­ა­ნი შუ­ა­ლე­დის შემ­დეგ მე­ო­რე შვილ­ზეა ორ­სუ­ლად, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ წარ­მა­ტე­ბით ეთა­მა­შა პრე­მი­ე­რა და სპექ­ტაკლში დღემ­დე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.