ალ კაპონეს ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" იყიდება - რა ღირს უიშვიათესი მოდელი?
ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს უიშვიათესი, ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" 1 მილიონ დოლარად იყიდება. გარდა იმისა, რომ ეს უმშვენიერესი ავტომობილი ალ კაპონეს ეკუთვნოდა, ის ერთ-ერთი პირველი მანქანაა, რომელსაც ჯავშანი აქვს.

ალ კაპონე ნიუ იორკში იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა და კრიმინალური ბანდის საქმიანობაში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო. ცნობილი მაფიოზის ცხოვრება, რომელმაც აშშ-ში საკუთარი იმპერია შექმნა 1920 წელს შეიცვალა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალა. ალ კაპონემ თავის მისიად გაიხადა, რომ ალკოჰოლის მოყვარული ამერიკელი ხალხი სასმელით მოემარაგებინა. გააგრძელეთ კითხვა