"ძალიან ვნანობ. სწორი გზით უნდა წავსულიყავი. მაგრამ..." - რატომ მიუსაჯეს პრემიერ-ლიგის ყოფილ ფეხბურთელს სამუდამო პატიმრობა?
წლის თებერვალი არაერთი ფეხბურთელისთვის განაჩენის გამოცხადების თვე იყო - კვინსი პრომესზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, დანი ალვეშს 4.5 წელი მიესაჯა, თუმცა ყველაზე მკაცრი სასჯელი "ევერტონის“ ყოფილ ფეხბურთელს, ლი ტეს ერგო - მას ჩინეთში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
2022 წელს ტე ჩინეთში ფეხბურთის მასშტაბური კორუფციის ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ საქმე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინპინის მიერ იყო ინიცირებული. მაშინ ლი ტე, რომელიც უკვე მწვრთნელად მუშაობდა, ქრთამის გადაცემისთვის დააკავეს.
გამოძიების თანახმად, 2018 წელს ლიმ 3 მილიონი იანი გადაიხადა, რომ ჩინეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად ემუშავა. 2020 წელს ლიმ ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. მანამდე მწვრთნელი მარჩელი ლიპპი იყო. 2021 წელს კი, როდესაც გაირკვა, რომ ჩინეთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდა, ტემ ნაკრები დატოვა.
ასევე მან აღიარა, რომ ჩინეთის მეორე საფეხბურთო დივიზიონში თამაშების გარიგებით იყო დაკავებული. ლი მოწინააღმდეგეებს ფულს უხდიდა, რომ თავის გუნდები სუპერლიგაში გადაეყვანა. "ძალიან ვნანობ. სწორი გზით უნდა წავსულიყავი. მაგრამ არის რაღაცები, რაც იმ დროს ფეხბურთში ჩვეულ პრაქტიკად ითვლებოდა“, - სინანულით ჰყვება მწვრთნელი. გააგრძელეთ კითხვა