შვილი, ფეხმძიმე შეყვარებული, ძმა და ნახევარდები - რა არის ცნობილი ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

შვილი, ფეხმძიმე შეყვარებული, ძმა და ნახევარდები - რა არის ცნობილი ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე?

25 თე­ბერ­ვალს, "სან­ტა­ი­გო ბერ­ნა­ბე­უ­ზე" შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ლა ლი­გის 26-ე ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩის წინ, რო­მელ­შიც მად­რი­დის "რე­ა­ლი" "სე­ვი­ლი­ას" მას­პინ­ძლობ­და, უდი­დე­სი ოვა­ცი­ით შეხ­ვდა ქარ­თველ მებ­რძოლს, UFC-ის ჩემ­პი­ონ ილია თო­ფუ­რი­ას, რო­მელ­მაც ეს­პა­ნელ გულ­შე­მატ­კი­ვარს სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წა­რუდ­გი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, 18 თე­ბერ­ვალს, UFC 298-ზე, ილია თო­ფუ­რი­ამ ალექ­სან­დრა ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მარ­ცხა.

ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის ეს­პა­ნუ­რი წარ­მა­ტე­ბა...ილია თო­ფუ­რია მოკ­ლე დრო­ში იქცა შე­რე­უ­ლი ბრძო­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნად. მისი სპორ­ტუ­ლი გზა 7 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო, 27 წლის ასაკ­ში კი უკვე UFC-ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია.

ილია თო­ფუ­რია გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მისი ოჯა­ხი იქ დიდ ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ილია იმ­ჟა­მად 7 წლის იყო.

სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა­ში ვარ­ჯი­ში.

მისი ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი ზაზა თო­ფუ­რია და ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ილია ორ დას­თან - მარი და ანა ტლა­შა­ძე­ებ­თან და ძმას­თან - ალექ­სან­დრე თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და.

15 წლის ასაკ­ში თო­ფუ­რი­ას მშობ­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ალი­კან­ტე­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ილი­ამ თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო. თო­ფუ­რი­ას მი­ზა­ნი UFC-ის ჩემ­პი­ო­ნო­ბა იყო.

მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ილია თო­ფუ­რი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობ­და რე­გი­ო­ნულ წრე­ზე. მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დე­ბი­უ­ტი MMA-ში 18 წლის ასაკ­ში შედ­გა.

მას შემ­დეგ თო­ფუ­რი­ამ ბევ­რს მი­აღ­წია სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში - არის შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი ჯიუ-ჯი­ცუ­ში და ამა­ყობს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბით...

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბამი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ამ მიღ­წე­ვამ ილია თო­ფუ­რი­ას დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, ეს­პა­ნე­ლი მებ­რძო­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა დიდ­წი­ლად სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. არა­და, ეს­პა­ნუ­რი მე­დია თო­ფუ­რი­ას ამ­ჟა­მინ­დელ შეყ­ვა­რე­ბულ ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის კარ­გად იც­ნობს, წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ერ­თო ფო­ტო­ებს. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერ­თად არი­ან. მე­დი­ით ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თო­ფუ­რი­ას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს. ვინს არის ბავ­შვის დედა უც­ნო­ბია.

The Independent-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ფუ­რია შვილ­ზე ამ­ბობს

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები