80 წლის გივი სიხარულიძის ცეკვა რუსთაველის თეატრის სცენაზე - კადრები არტისტის საიუბილეო საღამოდან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

80 წლის გივი სიხარულიძის ცეკვა რუსთაველის თეატრის სცენაზე - კადრები არტისტის საიუბილეო საღამოდან (ვიდეო)

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსებისორდენის კავალერის, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურიატის, საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის, ქალაქური ნოველის ჟანრის ფუძემდებლის, პოეტის დაპროზაიკოსის, 20 მდე წიგნის ავტორის, რეჟისორის, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს დათვის" მფლობელის, „ქალდეას“ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის,„სუხიშვილების’ ლეგენდარული ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავე- სოლისტის,სპორტსმენის (ჩოგბურთელის, მთის და წყლის მოთხილამურის), „დედაქალაქისკოლორიტის“, ქ. ბათუმის საპატიო მოქალაქის, გივი სიხარულიძის იუბილე აღინნება და შემოქმედებითი საღამო იმართება, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახი კალაძეც ესწრება.

გივი სიხარულიძემ კახი კალაძეს მადლობა გადაუხდა განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის:

"ეს არის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით მიდგას და ცდილობს გივი სიხარულიძე რაღაცით გაახაროს".

giviii-1709151699.jpg
გივი სიხარულიძე ოჯახთან ერთად

ბატონმა გივიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდესმე ამა თუ იმ ფორმით მას მხარში ამოსდგომია, გაიხსენა, ასევე თამაზ წივწივაძე, რომელმაც მის მწერლად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იმით, რომ პირველი მოთხრობები სწორედ მან დაუბეჭდა და მოუწონა:

"მოთხრობები მივუტანე და ვუთხარი, რამდენიმე დავჯღაპნე და თუ მოგეწონებათ დაბეჭდეთ, თუ არა და დახიეთ და გადაყარეთ-მეთქი… საღამოს დამირეკა, არა მხოლოდ მომეწონა, შენ ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის ფუძემდებელი ხარ, თბილისური სტილისო".

გივი სიხარულიძის შემოქმედებით საღამოს იუბილარის ცეკვის გარეშე არ ჩაუვლია, შესანიშნავ ანსამბლთან ერთად, იცეკვა ასევე მისმა ვაჟმა - ჯაბა სიხარულიძემ, რომლის ვიდეო სტატიის დასაწყისში შეგიძლიათ იხილოთ.