რატომ "გაუჩინარდა" ქეით მიდლტონი? - შეთქმულების თეორიები, რომლებიც "პრინცესას" შესახებ სოცქსელებში ვრცელდება
ადამიანების დიდ ნაწილს, რომ ძალიან უყვართ შეთქმულების თეორიები ეს გასაკვირი არავისთვის არის, სოციალური ქსელების ეპოქაში კი კიდევ უფრო გაზრდილია საზოგადოების ფანტაზია ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.
წარმოიდგინეთ, რა ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამეფო ოჯახის, უინძორების წევრს და მის "გაუჩინარებას"
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილ. ონლაინ სივრცეში კი ახლა აქტიურად იკვლევენ ქეითის "გაქრობის“ საქმეს.
ქეითის ადგილსამყოფლის შესახებ სპეკულაციები დღითიდღე უფრო მძაფრდება. ვრცელდება არაერთი თეორია პრინცესას შესახებ. ერთი ვერსიით მან მეფე ჩარლზს თირკმელი გადაუნერგა და ახლა ძალიან ცუდად არის, კიდევ ერთი თეორიის თანახმად, პრინცესამ წონაში მოიმატა და სპეციალური გასახდომი პროგრამისთვის მაიამიში წავიდა,
გიჟურ თეორიებს დასასრული არ უჩანს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ პრინცესა ნიღბით გამოჩნდება და მომღერლად მოგვევლინება. ზოგი წერს, რომ ქეითი გლაზგოში შენიშნეს და ის ცდილობდა, სახე დაეფარა, რათა ვერავის ეცნო. გააგრძელეთ კითხვა