ხელჩართული ჩხუბი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - პოლიციამ 4 პირი დააკავა: რას ამბობენ შსს-ში?
თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, "სტუმარი და მასპინძელი", ჩხუბი იყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.