როგორ გამოემშვიდობა რუსი ხალხი ალექსეი ნავალნის - კადრები რუსი პოლიტიკოსის დაკრძალვიდან - კვირის პალიტრა

როგორ გამოემშვიდობა რუსი ხალხი ალექსეი ნავალნის - კადრები რუსი პოლიტიკოსის დაკრძალვიდან

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი მოს­კოვ­ში, ბო­რი­სო­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. მისი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. "არ და­გი­ვი­წყებთ!“ "გვა­პა­ტიე!“ - ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მის კუ­ბოს მი­ა­ცი­ლებ­დნენ.

"მე­დი­ა­ზო­ნას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­რი­სო­ვის სა­საფ­ლა­ოს­კენ მი­მა­ვა­ლი ხალ­ხი სკან­დი­რებ­და : "რუ­სე­თი პუ­ტი­ნის გა­რე­შე“, "არა ომს“ და "სიყ­ვა­რუ­ლი შიშ­ზე ძლი­ე­რია“.

ნა­ვალ­ნის დაკ­რძალ­ვამ­დე, ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პო­ლი­ტი­კოსს ემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ და მის მშობ­ლებს, ლუდ­მი­ლა ნა­ვალ­ნა­ი­ას და ანა­ტო­ლი ნა­ვალ­ნის უსამ­ძიმ­რებ­დნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ვალ­ნის დე­დას მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ.

დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრნენ უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბიც, მათ შო­რის საფ­რან­გე­თის ელჩი რუ­სეთ­ში პიერ ლევი და აშშ-ის ელჩი რუ­სეთ­ში ლინ ტრე­ი­სი.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ია­მა­ლო-ნე­ნე­ცის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის კო­ლო­ნი­ა­ში 16 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მტკი­ცე­ბით, ნა­ვალ­ნიმ თავი ცუ­დად იგ­რძნო და გო­ნე­ბა და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც მე­დი­კო­სებ­მა მის გა­და­სარ­ჩე­ნად რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი დე­დას 24 თე­ბერ­ვალს გა­დას­ცეს.