"შუახნის ქალბატონი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა ავტომანქანა დაეჯახა" - რა დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალა-რუსთავის გზაზე მომხდარ ავარიაზე? - კვირის პალიტრა

"შუახნის ქალბატონი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა ავტომანქანა დაეჯახა" - რა დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალა-რუსთავის გზაზე მომხდარ ავარიაზე?

ცოტა ხნის წინ ფონიჭალა-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამწუხაროდ, ავტოავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ავტოსაგზაო შემთხვევა ფინიჭალის მონაკვეთზე მოხდა. როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი ქვეითია. შუახნის ქალბატონი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა ავტომანქანა დაეჯახა და ქალი ადგილზე დაიღუპა.

"ზუსტად იმ დროს გავიარე იქ მანქანით. მართლა საშინელი სანახავი იყო. სხვა არაფერი ვიცი, რა და როგორ მოხდა",- გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.