რას ჰყვება მამა 13 წლის მოზარდზე, რომელიც 16 წლის ბიჭთან ერთად დაიკარგა - "მოიპარეს ჩემი გოგონა... ამ დღეებში მისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა" - კვირის პალიტრა

რას ჰყვება მამა 13 წლის მოზარდზე, რომელიც 16 წლის ბიჭთან ერთად დაიკარგა - "მოიპარეს ჩემი გოგონა... ამ დღეებში მისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა"

ამ დრომ­დე ეძე­ბენ იორ­მუ­ღან­ლო­დან და­კარ­გულ ორ მო­ზარდს. 13 წლის გო­გო­ნა და 16 წლის ბიჭი 28 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ისი­ნი ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით გა­ი­პარ­ნენ. გო­გოს ოჯა­ხი კი ამ­ბობს, რომ მათ შვილს გა­თხო­ვე­ბა არ უნ­დო­და და შე­საძ­ლოა, ის მო­ი­ტა­ცეს.

ცნო­ბი­ლია, რომ გუ­შინ პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ბი­ჭის მამა და ბიძა და­ა­კა­ვა.მო­ზარ­დე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

AMBEBI.GE და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მა­მას რაულ რა­სუ­ლოვს ესა­უბ­რა:

- ჩემი გო­გო­ნა ოთხი დღეა მო­პა­რუ­ლია, პო­ლი­ცია ეძებს. ბი­ჭის ოჯა­ხი ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, დღეს გა­ვი­გე, რომ მამა და ბი­ძაც და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან. მე 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვარ, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე. თბი­ლის­ში ბინა გვაქვს და ჩემი ოჯა­ხი იქ ცხოვ­რობს. გააგრძელეთ კითხვა