ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია.
ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა. მათ მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო - 71,53 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 107,79 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად, 179,32 ქულით, ოქროს მედლები დაიმსახურეს.
ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამერიკელებმა დაისაკუთრეს.აღსანიშნავია, რომ ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა უკვე მეორედ იზეიმა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში პირველი ოქრო მან 2022 წელს მეწყვილე კარინა საფინასთან ერთად მოიპოვა.ინფორმაციისთვის: 1 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს ინგა გურგენიძე, რომელიც მოკლე პროგრამაში მიღებული 62,28 ქულით მე-7 ადგილზეა.
ამავე დღეს ყინულზე სპორტულ ცეკვებში მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი იასპარეზებენ. 2 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 63,99 ქულა დაიმსახურა და მე-19 პოზიცია დაიკავა.