სკანდალური ტრაგიკომედია ომიდან - "ნეზნაიკა" რუსები, "ტაურუსები", მარგარიტა სიმონიანის მეგობრები და "შეტევაზე გადასული" "აუდის" ჯიპი - კვირის პალიტრა

სკანდალური ტრაგიკომედია ომიდან - "ნეზნაიკა" რუსები, "ტაურუსები", მარგარიტა სიმონიანის მეგობრები და "შეტევაზე გადასული" "აუდის" ჯიპი

არასწორი თარგმანი ან სამხედრო და სპეციალური თემის დეტალების უცოდინარობას ხშირად საქმე კომიკურ სიტუაციამდე მიჰყავს...

გუშინდელ, 3 მარტის ჩემს ბლოგში „მარგარიტა სიმონიანმა ბუნდესვერი საქვეყნოდ „შეარცხვინა“-რუსი პროპაგანდისტი ნატოს „უსმენს“?“, შევეხეთ იმ სენსიტიურ თემას, რასაც რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურების მიერ გერმანიის ბუნდესვერის მაღალჩინოსანი ოფიცრების სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენას და შემდეგ ამ ჩანაწერების პუტინის მთავარი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის პირით გაჟღერებას ეხებოდა...

მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა გერმანიის ბუნდესვერის რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედროს 40 წთ-იანი სატელეფონო საუბარი, რომლის მოპოვება მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს შეეძლოთ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, თუმცა სიმონიანმა არც დამალა,რომ ეს ჩანაწერი მას „სამხრეებიანმა ამხანაგებმა“ გადასცეს.

ჯგუფური სატელეფონო საუბარი გაიმართა ბუნდესვერის ოთხ მაღალჩინოსან ოფიცერს შორის(მათგან ერთ-ერთი სინგაპურში იმყოფებოდა)-ისინი პროფესიონალურ დონეზე მსჯელობენ იმის შესახებ, რომ რა მოქმედებები უნდა გაატაროს ბუნდესვერმა, თუკი კანცლერი შოლცი ამდენი ჭოჭმანის შემდეგ მაინც დართავს ნებას „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინის არმიისთვის მიწოდებაზე, რამდენად ზუსტად ხვდებიან „ტაურუსები“ სამიზნეს, რამდენი „ტაურუსი“ დასჭირდება ყირიმის ხიდის დანგრევას, რომელი ტიპის თვითმფრინავებიდან უნდა იყოს გაშვებული ეს „ტაურუსები“, რამდენი ხანი დასჭირდება უკრაინელი სპეციალისტების გადამზადებას „ტაურუსების“ ექსპლუატაციისთვის...

1-t3-1709547516.png
რუსი პროპაგანდისტების წარმოდგენით, ფრანგები თავიანთ ფრთოსან „სკალპელებს“ უკრაინაში ასე, „აუდის“ ჯიპების სახურავებზე დამაგრებული ზიდავენ...

რაიმე განსაკუთრებულად საიდუმლო ამ სატელეფონო საუბარში არ ყოფილა და ეს უფრო თანამშრომლურ-მეგობრულ მუსაიფს წააგავს, ,ვიდრე კონკრეტული საბრძოლო ამოცანის დაგეგმვას, მაგრამ მიუხედავად ამისა ,რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მაინც მიიღო სასარგებლო ინფორმაცია ამ სატელეფონო ჩანაწერის „გადაჭერით“,მ ათ შორის „ტაურუსების“ ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებობებსა და მათ სიზუსტეზე...

მაგრამ მთავარი პრობლემა სულ სხვა რამეშია-რუსეთის სპეცსამსხურებს შეუძლიათ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებების და სავარაუდოდ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ფარული მიყურადება, რაც დაუშვებელია...

დამატებით ირკვევა ერთი საოცარი და ამასთან კომიკური გარემოებაც-ეს მაღალჩინოსანი გერმანელი ოფიცრები და მათ შორის თვით გერმანიის ლიუფთვაფეს(სამხედრო-საჰაერო ძალების) სარდალი ერთმანეთს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ერთ-ერთი ჩატის საშუალებით ესაუბრებოდნენ და თურმე ვერ შეამჩნიეს, რომ მათ ვიდეოკონფერენციაში კიდევ ერთი,უცნობი მონაწილე ჩაერთო, რომელიც ყველაფერს ისმენდა?!

2-t2-1709547406.png
ბრიტანული ჯავშანმანქანა Ridgback -იც ვერანაირად ვერ გამოდგება 5,1 მ სიგრძის Storm Shadow-ს გადასატანად...

მეორე კომიკური გარემოება ის გახლავთ, რომ ამ გერმანელი ოფიცრების საუბრების გაშიფვრისა და რუსულად თარგმნის შემდეგ ,რუსმა პროპაგანდისტებმა სიხარულით გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია - ამ მოსმენებიდან გავიგეთ,რომ თურმე ბრიტანელები თავიანთა ფრთოსან რაკეტებს Storm Shadow-ს უკრაინაში Ridgback -ის ტიპის ჯავშანმანქანებით ეზიდებიან, ხოლო ფრანგები კი თავიანთ ფრთოსან SCALP -ებს ...Audi Q7 მოდელის ჯიპებითო...

ამის წაკითხვის შემდეგ ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა ან გერმანელი მაღალჩინოსანი სამხედროები დიდი არაპროფესიონალები არიან თუკი მართლაც ასეთი რამე თქვეს ან კიდევ რუსი პროპაგანდისტები უფრო დიდი იდიოტები, თუკი მათ ეს სისულე დაიჯერეს...

საქმე ის არის, რომ ბრიტანული Storm Shadow და ფრანგული SCALP -ი თითქმის იდენტურება არიან და მათი სიგრძე 5,1 მ-ს აღწევს, მასა 1 300 კგ-ს შეადგენს და როგორ უნდა წაიღოს ის 5 მ სიგრძის Audi Q7 -მა, საბარგულში არ ჩაეტევა და სახურავზე ამაგრებენ?

3-t-1709547570.jpg
სინამდვილეში, Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტის ტრანსპორტირება ასეთი სახით ხორციელდება...

სინამდვილეში, გერმანელი ოფიცრები საუბრის იყენებენ იმ ფრაზას, რაც ვაიმთარმნელებმა და გამშიფრავებმა „აუდის“ პრემიუმჯიპად აღიქვეს, რეალურად კი ის აღნიშნავს ფრთოსანი რაკეტის კომპიუტერში ფრენის პარამეტრების ციფრული მონაცემების ჩატვირთვას, ისევე როგორც ბრიტანული ჯავშანმანქანის სახელი აერიათ რაკეტის დისტანციურად მართვის სპეციალურ ტერმინში...

სამაგიეროდ, რუს პროპაგანდისტებს ხომ უხარიათ და იმუქრებიან,უკრაინის გზებზე აღმოჩენილ ყველა „აუდის“ ჯიპს გავანადგურებთ, რომ ფრანგების მიწოდებული „სკალპელებით“ უკრაინელებმა ყირიმის ხიდი კიდევ არ აგვიფეთქონო...