"ძალიან ხშირად ვნახულობ ერთი და იგივე სიზმარს, ვითომ ამ ასაკის ვარ, 46 წლის და..." - დაბრუნდება თუ არა ეთერში მაია ასათიანი? - კვირის პალიტრა

"ძალიან ხშირად ვნახულობ ერთი და იგივე სიზმარს, ვითომ ამ ასაკის ვარ, 46 წლის და..." - დაბრუნდება თუ არა ეთერში მაია ასათიანი?

ტელეწამყვანი მაია ასათიანი უკვე კარგა ხანია, რაც ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. როგორც ჩანს, მაყურებელს აინტერესებს, სად გაქრა საყვარელი წამყვანი და დაუბრუნდება თუ არა ის თავისი საავტორო შოუთი ტელევიზიას?

“ეს არ არის ჩემი მიზეზით. სიმართლე გითხრათ, არის დღეები, როცა ძალიან მენატრება. ძალიან ხშირად ვნახულობ ერთი და იგივე სიზმარს, ვითომ ამ ასაკის ვარ, 46 წლის და დილის გადაცემა მიმყავს და გაოცებული ვარ, რატომ მიმყავს დილის გადაცემა. სიზმრის ჩემეული ახსნა ის არის, რომ კარიერა დავიწყე დილის გადაცემაში... დაბრუნება მინდა, თუ არა ამ სივრცეში, არ ვიცი", - აღნიშნავს მაია ასათიანი ინსტაგრამის სთორიში.