ინსტაგრამის" და "ფეისბუქის" გათიშვის გამო ილონ მასკი META-ს დასცინის - რა ფოტოს აქვეყნებს X-ის მფლობელი?
"ინსტაგრამის" და "ფეისბუქის" გათიშვის შესახებ თავიანთი აზრის გამოსათქმელად სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყოფილ Twitter-ს, ანუ ამჟამინდელ X-ს მიაკითხეს. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ შორის ილონ მასკიცაა.

მასკი და კიდევ ათასობით სხვა ადამიანი X-ზე პოპულარული პლატფორმების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ სასაცილო ფოტოებსა და პოსტებს აზიარებენ. X-ის დირექტორმა ილონ მასკმა რამდენიმე წუთის წინ ფოტო გააზიარა, რომელზეც 4 პინგვინია გამოსახული. თითოეული მათგანი Meta-სა და X-ის კომპანიების ლოგოებითაა მონიშნული, რითიც ბიზნესმენმა თავისი პლატფორმის უკეთესობაზე მიანიშნა.