ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა“ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება - გადავიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა - კვირის პალიტრა

ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა“ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება - გადავიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა

„პა­ლიტ­რა L-ი“ აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­ძუ­რის ახა­ლი ტი­რა­ჟე­ბით გა­მო­ცე­მას. ახა­ლი სე­რია #გა­და­ვი­კი­თხოთ სწო­რედ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბა­სა და ახა­ლი თა­ო­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სე­რია გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია საკ­ვან­ძო სი­უ­ჟე­ტე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით. წიგ­ნე­ბი მა­გარყდი­ა­ნია, სუ­პე­რი­თა და ცარ­ცი­რე­ბუ­ლი გვერ­დე­ბით.

სე­რი­ის მეშ­ვი­დე ტომი უკვე არა­ერ­თხელ წა­კი­თხუ­ლი, კლა­სი­კად ქცე­უ­ლი წიგ­ნი - ლეო ქი­ა­ჩე­ლის „ჰაკი აძ­ბაა“, რომ­ლის­თვი­საც წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა ვა­ლე­რი ოთხო­ზო­რი­ამ და­წე­რა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ლარი იქ­ნე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე, ისე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში.

ლეო ქი­ა­ჩე­ლის „ჰაკი აძბა“ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეპო­ქის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და ბოლ­შე­ვი­კე­ბის ქმე­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია. ავ­ტო­რი ნა­წარ­მო­ებს 1918 წლის რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის აღ­წე­რით იწყებს. შემ­დეგ მკი­თხველს უამ­ბობს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლო ამ პე­რი­ოდ­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ბოლ­შე­ვი­კებს მათ მი­მართ...

ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი მთავ­რო­ბაც მარ­თავ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ სო­ხუ­მე­ლე­ბიც, რაც ლეო ქი­ა­ჩელ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­წე­რა. ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტად რჩე­ბო­და და პა­ტი­ოს­ნე­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და, უჯუშ ემხა და ჰაკი აძბა იყ­ვნენ. წიგ­ნი სი­უ­ჟე­ტი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა.

„ჰაკი აძბა“ მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი პრო­ზის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია, ქვე­ყა­ნა­ზე რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი­სა და ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის შე­სა­ხებ.

R