რას მოიცავს რეკრუტინგი? - One Point
რეკრუტინგი კვალიფიციური კანდიდატის ან კანდიდატთა ჯგუფის ძიების და მოზიდვის პროცესია.
დღევანდელ კონკურენტულ ბიზნესგარემოში ეფექტიანი რეკრუტინგი უმნიშვნელოვანესია.
რეკრუტინგის პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამკვეთი კომპანიის ტექნიკური საჭიროებების და შიდა ორგანიზაციული კულტურის შესწავლას, რათა კონკრეტულ პოზიციაზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატი შეირჩეს.
HR აუთსორსინგ კომპანიის მთავარი მოტივაციაა პარტნიორ კომპანიას დაეხმაროს პრობლემის გადაწყვეტაში და დროულად უზრუნველყოს ვაკანტური პოზიციების ყველაზე კვალიფიციური კანდიდატებით შევსება.
რეკრუტინგის სერვისი და მისი სარგებელი
HR აუთსორსინგული კომპანიასთან თანამშრომლობა რეკრუტინგის მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტიანია, რადგან ის კარგად იცნობს შრომით ბაზარს და შერჩევის პროცესში კანდიდატთა საუკეთესო ხარისხის მოცულობით ბაზებს იყენებს.
- ხარჯებისა და დროის დაზოგვა: ცნობილია, რომ ღიად დარჩენილი პოზიციები უზარმაზარი ხარჯია კომპანიებისთვის. ბიზნესისთვის გაჩერებული სამუშაო პროცესის თავიდან აცილების ეფექტიანი გზა არის რეკრუტინგის აუთსორსი, რომლის მეშვეობითაც, ყველაზე სწრაფად ხდება ღია პოზიციების შევსება.
- წვდომა კანდიდატების დიდ ბაზაზე: HR აუთსორსინგულ კომპანიებს კანდიდატების ფართო მონაცემთა ბაზები აქვს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ისეთი ადამიანის მოძიებაშიც, რომელიც აქტიურად არ ეძებს ახალ პროექტებს, თუმცა ღიაა საინტერესო შეთავაზებისთვის. კანდიდატების დიდი ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიას სწრაფად შეუერთდეს საუკეთესო კანდიდატი.
- დამატებითი რესურსი: კომპანიისთვის, რომლიდანაც თანამშრომელთა გადინება მაღალია და ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი HR განყოფილებაში, განსაკუთრებით ეფექტიანია HR აუთსორსინგი, ვინაიდან სწორედ ის უზრუნველყოფს საჭირო დროს დამატებითი რესურსების მობილიზებას.
რეკრუტინგის სერვისი “One Point”-ში
“One Point” ქართულ ბაზარზე 20 წელზე მეტია საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით იმუშავა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ბაზარზე საუკეთესო HR პრაქტიკების დაგეგმვაა.
რეკრუტინგი One Point-ში შემდეგ მომსახურებას გთავაზობთ:
- ბიზნესის საჭიროებების განსაზღვრა
- საუკეთესო კანდიდატების მოძიება
- სასურველ კანდიდატებთან გასაუბრება
- კანდიდატების დამკვეთისთვის წარდგენა
- შერჩეულ კანდიდატთან წინასახელშეკრულებო პროცესების წარმართვა.
როგორ მუშაობს “One Point”?
- კონფიდენციალურობის აბსოლუტური დაცვით;
- კომპანია მუდმივად განახლებად, მოცულობით და ხარისხიან კანდიდატების ბაზას იყენებს;
- ციფრული CRM სისტემასა და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს შერჩევის სიზუსტისა და სისწრაფის უზრუნველსაყოფად იყენებს.
რეკრუტინგის სერვისი დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს იმ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ საუკეთესო კანდიდატები დროულად და ეფექტიანად შეარჩიონ.
(R)