"იმღერე, ალა, მიყვარს" - რატომ წაშალა ფილიპ კირკოროვმა ალა პუგაჩოვასადმი მიძღვნილი პოსტები?
მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა სოციალური ქსელის ყველა პლატფორმიდან წაშალა ყოფილი მეუღლის, მომღერალ ალა პუგაჩოვასადმი მიძღვნილი ბოლო პოსტები. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ერთი დღით ადრე, კირკოროვმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ალა პუგაჩოვას ახალი კომპოზიცია "ნუ ნერვიულობ ჩემზე", და კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ყოფილი მეუღლეები ერთად მღეროდნენ. "იმღერე, ალა, მიყვარს", - წერდა კირკოროვი.
მიზეზი, თუ რატომ წაშალა ორივე ვიდეო, ფილიპ კირკოროვს საზოგადოებისთვის არ აუხსნია. გააგრძელეთ კითხვა