"რა ტრავმებს იგვარებს იაგო ხვიჩია ამ გარდატეხის ასაკის "კაჩაობით?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "გირჩის" დეპუტატთან დაკავშირებულ ინციდენტზე?
"იაგო ხვიჩიას ბავშვობაში ქურდობა უნდოდა და დასცინეს? თუ რა ტრავმებს იგვარებს ამ გარდატეხის ასაკის "კაჩაობით?", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, წუხელ გვიან ღამით, მათ ოფისში მივიდა ადამიანი, რომლის ძმაც თავის დროზე, "გირჩმა" გაათავისუფლა სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან, ბიბლიური ორგანიზაციის დახმარებით.
"მერე კაცი წავიდა ამერიკაში. ახლა მისმა ძმამ, საპატრიარქოს დახმარების წყალობით, გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვიყავით ეშმაკისეულები და მისი ძმა სატანას ვაზიარეთ და მოვიდა ოფისში საჩხუბრად. ჩემს თანამშრომლობს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, მერე ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩავერიე, უფრო სწორად გარეთ გავაგდე და ამ დროს ცხვირში მისი ბეჭდიანი ხელი მომხვდა. შესაბამისად, ჩვენც არაფერი დაგვიკლია", - აცხადებს იაგო ხვიჩია.