"ბოლო შანსი" და 15.000 დოლარიო - ემოციებისგან იმდენად დავიბენი, რომ ვეღარ მოვისმინე მისი გაგრძელებული სიტყვები..." - კვირის პალიტრა

"ბოლო შანსი" და 15.000 დოლარიო - ემოციებისგან იმდენად დავიბენი, რომ ვეღარ მოვისმინე მისი გაგრძელებული სიტყვები..."

თეკლა მელაძის "სამშობლო" ამერიკის ცნობილ აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა

აუქციონზე "შაპირო" 23 წლის ქართველი ხელოვანის - თეკლა მელაძის ნამუშევარი იყო წარდგენილი. აუქციონზე საკმაოდ სოლიდურ ფასად, მხატვრის ერთ ფერში (ოქროსფერში) შესრულებული ტილო "სამშობლო" გაიტანეს. მერე ხელოვანს შეატყობინეს, რომ მისი ნამუშევარი 15.000 დოლარად გაიყიდა!

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ყველა ადამიანს აქვს ოცნება, ზოგს პროფესიული, ზოგს - პირადთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ჩემი, როგორც მხატვრის ოცნება ახდა... ოცნება, რომელზეც ფუნჯის ყოველი აღებისას მეფიქრებოდა. ოცნება, რომლის ასრულებაც თითქმის წარმოუდგენლადაც მიმაჩნდა, მაგრამ პატარა იმედი მაინც ყოველთვის კიაფობდა... თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე, არაჩვეულებრივ დღედ იქცა, როდესაც სატელეფონო საუბარი გაიმართა ჩემსა და აუქციონის "შაპირო" პრეზიდენტს შორის..."

418728799-886890102926311-2105750722006373840-n-1709803411.jpg

"მნიშვნელოვანი იყო ნამუშევრის შერჩევის პროცესი: აუქციონზე წარდგენილი იყო ტილო, სახელად "სამშობლო", მასზე გამოსახული მზე და პური, რომელიც ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან ასოცირდება. ეს აუქციონი ჩემთვის პირველი იყო და ბოლომდე ვადევნე თვალი, ყველა ნამუშევარს თითქმის ისე ვგულშემატკივრობდი, როგორც საკუთარ ტილოს..."

"ემოციებისგან იმდენად დავიბენი, რომ ვეღარ მოვისმინე მისი გაგრძელებული სიტყვები "ბოლო შანსი" და ამ დროს ვიღაცამ 15.000 დოლარიო..."

ვთვლი, რომ დედამიწა ძალიან დიდია და ყველას წარმატებას დაიტევს. კონკურენცია მხატვრობაში არ მიმაჩნია სწორ ცნებად. ყველა მხატვარს თავისი ხელწერა აქვს, შემფასებელი კი მხატვარზე მეტია და დარწმუნებული ვარ, ხელოვანები ერთმანეთს ხელს არ უშლიან, პირიქით, ეს მოტივაციაა, რომ უკეთესი გახდე, დაიხვეწო და მეტად დაოსტატდე. თუ ვინმემ ჩემს ადგილას ყოფნა ინატრა, ვუსურვებ, მალე აიხდინოს ოცნება".

სტატიას წაიკითხავთ ჟურნალში "გზა", 7 მარტის ნომერში.

მანანა გაბრიჭიძე