"სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად, რომელიც თავს დაგვატყდა…" - ვინ არის ავარიაში გარდაცვლილი 16 წლის გოგონა?
აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 16 წლის გოგოა. დაშავებულია ორი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვილილი ნინო ტაბატაძეა. ინფორმაციას სურამის პირველი საჯარო სკოლა ავრცელებს.
"სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად , რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის … სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან , ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო, ნინი".
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.