"მერე რა, რომ ფეხი არ მაქვს, პროთეზს ხომ დამიყენებენო... ძალიან უნდა, რომ ჯარში წავიდეს" - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"მერე რა, რომ ფეხი არ მაქვს, პროთეზს ხომ დამიყენებენო... ძალიან უნდა, რომ ჯარში წავიდეს" - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

დათი ქოქრაშვილის დედა ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დათის ძალიან უნდა ჯარში წასვლა:

"ძალიან უნდა, რომ ჯარში წავიდეს. არ წაგიყვანენ-მეთქი, რომ ვუთხარი… რატომო? - მერე რა, რომ ფეხი არ მაქვს, პროთეზს ხომ დამიყენებენო... ბოლოს შევთანხმდით, რომ ბრტყელი ტერფი აქვს და შეიძლება მაგის გამო ვერ წავიდეს ჯარში" - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.