რას ჰყვება მეგობარი უკრაინაში დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე? - "ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა..." - კვირის პალიტრა

რას ჰყვება მეგობარი უკრაინაში დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე? - "ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა..."

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" კი­დევ ორი მებ­რძო­ლი, ნო­დარ ნა­სი­რო­ვი და გი­ორ­გი გო­გი­აშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. რო­გორც მათი თა­ნა­მებ­რძო­ლი ლაშა რუ­ხა­ია გვი­ამ­ბობს, ისი­ნი სხვა ლე­გი­ო­ნე­რებ­თან ერ­თად ზა­პო­რო­ჟი­ეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და­ვა­ლე­ბა­ზე. უკან გა­მობ­რუ­ნე­ბი­სას მა­სი­ურ და­ბომბვა­ში, ფა­რებ ჩამ­ქრა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­უ­წი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­ლის დრო­საც დამ­წვარ "ბე­ემ­პეს" და­ე­ჯახ­ნენ.

ნა­სი­რო­ვი და გო­გი­აშ­ვი­ლი წინ ის­ხდნენ და ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუპ­ნენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გა­დარ­ჩნენ. ლაშა რუ­ხა­ია ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი გო­გი­აშ­ვი­ლის კარ­გად არ იც­ნობ­და, ნო­დარ ნა­სი­როვ­თან კი ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რობ­და.

ლაშა რუ­ხა­ია:

- მე და ნო­დარ ნა­სი­რო­ვი თბი­ლის­ში ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. მე უკვე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, ის რომ ჩა­მო­ვი­და. გა­დამ­ზა­დე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მოხ­ვდა უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში. იქ სა­დაც "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" ქვე­და­ნა­ყო­ფია. ნო­და­რი არც ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, არც სხვა ტი­პის საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გა­რი მებ­რძო­ლი დად­გა. ალ­ბათ გახ­სოვთ, ამ ზამ­თარს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ორი მებ­რძო­ლის რომ და­ი­ღუ­პა და 9 და­იჭ­რა. ისიც მათ შო­რის იყო. გააგრძელეთ კითხვა