რას ჰყვება მეგობარი უკრაინაში დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე? - "ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა..."
რუსეთ-უკრაინის ომს "ქართული ლეგიონის" კიდევ ორი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი შეეწირა. როგორც მათი თანამებრძოლი ლაშა რუხაია გვიამბობს, ისინი სხვა ლეგიონერებთან ერთად ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, დავალებაზე. უკან გამობრუნებისას მასიურ დაბომბვაში, ფარებ ჩამქრალი ავტომობილით მოუწიათ გადაადგილება, როლის დროსაც დამწვარ "ბეემპეს" დაეჯახნენ.
ნასიროვი და გოგიაშვილი წინ ისხდნენ და ადგილზევე დაიღუპნენ, დანარჩენები გადარჩნენ. ლაშა რუხაია ამბობს, რომ გიორგი გოგიაშვილის კარგად არ იცნობდა, ნოდარ ნასიროვთან კი ჯერ კიდევ საქართველოში მეგობრობდა.
ლაშა რუხაია:
- მე და ნოდარ ნასიროვი თბილისში ერთად გავიზარდეთ. მე უკვე უკრაინაში ვიყავი, ის რომ ჩამოვიდა. გადამზადება წარმატებით გაიარა და მოხვდა უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურში. იქ სადაც "ქართული ლეგიონის" ქვედანაყოფია. ნოდარი არც ომის ვეტერანი იყო, არც სხვა ტიპის საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი მებრძოლი დადგა. ალბათ გახსოვთ, ამ ზამთარს "ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლის რომ დაიღუპა და 9 დაიჭრა. ისიც მათ შორის იყო. გააგრძელეთ კითხვა