სიძვირის რეიტინგი: რა ღირს ცხოვრება საქართველოში? - რუსეთსა და აზერბაიჯანზე ძვირი და სომხეთსა და საფრანგეთზე იაფი?!
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით იაფია საცხოვრებლად, ხოლო ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე მეტი ქულა აქვთ, ძვირია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ასეულშია და 92-ე ადგილს იკავებს. ცხოვრების ღირებულება ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთში, ბელარუსსა და ირანში.
თუმცა, numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად: საფრანგეთი, ფინეთი, ბელგია, გერმანია და ა.შ.
ცხოვრების ღირებულების ინდექსი 110-ზე მაღალია ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიაში, კაიმანის კუნძულებზე და ვირჯინიის კუნძულებზე (აშშ). ინდექსი მოიცავს როგორც საცხოვრებლის და კომუნალურების დანახარჯებს, ასევე კვების ხარჯებს.
89 ქულიდან 82 ქულამდე მერყეობს ხარჯები ბაჰამის კუნძულებზე, ისლანდიაში და სინგაპურში. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნებიც საცხოვრებლად საკმაოდ ძვირად ითვლება.