"დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ" - ვინ არის დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - კვირის პალიტრა

"დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ" - ვინ არის დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა

ემო­ცი­უ­რი ვი­დეო, რო­მე­ლიც ქორ­წილ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ორი დღეა ინ­ტერ­ნეტ ჰი­ტად იქცა. კად­რებ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი დე­დას ეტ­ლი­დან ხელ­ში იყ­ვანს და მას­თან ერ­თად ცეკ­ვავს. ვი­დე­ოს მთა­ვა­რი გმი­რი და­ნი­ელ გი­გა­უ­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი დის ქორ­წილ­ში დედა, რო­მელ­საც სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო, აცეკ­ვა.

და­ნი­ე­ლის ოჯა­ხი ქა­რე­ლი­დან არის, რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დით გვი­თხრა, რომ ამ­ჟა­მად ყვა­რელ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

AMBEBI.GE-მ ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა და­ნი­ელ­თან და მის დე­დას­თან, ქალ­ბა­ტონ ნატო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სა­უბ­რის დროს კი­დევ ერთხელ ატირ­და...

და­ნი­ელ გი­გა­უ­რი:

- დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ. თა­ვი­დან დე­დას სა­კუ­თა­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა და შემ­დეგ მისი და იყო დო­ნო­რი, თურ­ქეთ­ში მე­ო­რედ გა­უ­კე­თეს გა­და­ნერგვა. ამ ეტაპ­ზე სიმ­სივ­ნის უჯრე­დე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­მი­სი­ის დროს, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი ახალ უჯრე­დებს ეგუ­ე­ბა, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და. ამ ეტაპ­ზე დე­დას გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, ეტ­ლით მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩემი დის ქორ­წილ­ში, ვი­დეო, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვაქვყე­ნე ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­და­ი­ღო.

არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, არა­ფე­რი ისე­თი არ გა­მი­კე­თე­ბია და დღე­საც იგი­ვეს ვამ­ბობ, რომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია, შვილ­მა დედა რომ ხელ­ში აიყ­ვა­ნოს რო­დე­საც მას ად­გო­მა არ შე­უძ­ლია, უჩ­ვე­უ­ლო რა არის. ის გა­ვა­კე­თე რაც ნე­ბის­მი­ე­რი შვი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა. დე­დას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო რაც მოხ­და, ახლა ემო­ცი­ე­ბი მის­თვის უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო