ყაბ­ზო­ბა ბავ­შვებ­ში - რა უნდა ვი­ცო­დეთ მას­ზე? - კვირის პალიტრა

ყაბ­ზო­ბა ბავ­შვებ­ში - რა უნდა ვი­ცო­დეთ მას­ზე?

ბავ­შვთა ასაკ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ჩი­ვილს ყაბ­ზო­ბა წარ­მო­ად­გენს. ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ მისი ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბას ან არ მი­იჩ­ნე­ვენ მას სე­რი­ო­ზულ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მად. რე­ა­ლუ­რად კი, ყაბ­ზო­ბის უკან ყო­ველ­თვის დგას რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი, რომ­ლის ამოც­ნო­ბაც და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

რა არის ყაბ­ზო­ბა და რა იწ­ვევს მას? რო­გორ უნდა ამო­იც­ნოს მშო­ბელ­მა შეკ­რუ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი და რო­დის უნდა მი­მარ­თოს ექიმს? – ამ და სხვა კი­თხვებ­ზე გვპა­სუ­ხობს თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის პე­დი­ატ­რი თეა აბ­ჟან­და­ძე.

რა არის ყაბ­ზო­ბა და რა ფაქ­ტო­რე­ბი იწ­ვევს მას?

ყაბ­ზო­ბა, იგი­ვე შეკ­რუ­ლო­ბა, ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბის სიხ­ში­რის კვი­რა­ში 3 ან ნაკ­ლებ ეპი­ზო­დამ­დე შემ­ცი­რე­ბას ნიშ­ნავს. ასე­ვე, მტკივ­ნე­ულ და გაძ­ნე­ლე­ბულ დე­ფე­კა­ცი­ას მყა­რი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით.

ბავ­შვებ­ში ყაბ­ზო­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იწ­ვევ­დეს, ესე­ნია:კვე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი – მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო­ე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი­სა და სი­თხის არა­საკ­მა­რი­სი მი­ღე­ბა;

ქცე­ვი­თი ფაქ­ტო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, დე­ფე­კა­ცი­ის აქ­ტის შე­კა­ვე­ბა. ბავ­შვებ­მა შე­იძ­ლე­ბა იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თონ დე­ფე­კა­ცი­ის სურ­ვილს, რად­გან ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან თა­მა­შით ან არ სურთ ისარ­გებ­ლონ უც­ნო­ბი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით;ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა;

სა­მე­დი­ცი­ნო მი­ზე­ზე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი (IBS), ჰი­პო­თი­რე­ო­ზი, მაგ­ნი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი, კა­ლი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი;

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი – სტრეს­მა, შფოთ­ვამ ან სხვა ემო­ცი­ურ­მა ფაქ­ტო­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.რა ნიშ­ნე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს ყაბ­ზო­ბა­ზე?

შე­იძ­ლე­ბა საქ­მე გვქონ­დეს ყაბ­ზო­ბას­თან, თუ ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა გა­იშ­ვი­ათ­და და დე­ფე­კა­ცი­ას ბავ­შვი კვი­რა­ში 3-ჯერ ან კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ახერ­ხებს. შეკ­რუ­ლო­ბის დროს დე­ფე­კა­ცია მტკივ­ნე­უ­ლია, გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბი კი – მყა­რი და მშრა­ლი. ბავ­შვი, ასე­ვე, ვერ ახერ­ხებს ნაწ­ლა­ვე­ბის საკ­მა­რი­სად დაც­ლას.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­გრძლივ­მა შეკ­რუ­ლო­ბამ?

დე­ფე­კა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბამ ბავ­შვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დე­ფე­კა­ცი­ის პრო­ცე­სის შიში, რაც თა­ვის მხრივ კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს პრობ­ლე­მას და არ­თუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ამას­თან ერ­თად, ყაბ­ზო­ბის მქო­ნე ბავ­შვებს ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ ქრო­ნი­კუ­ლი მუც­ლის ტკი­ვი­ლი და დის­კომ­ფორ­ტი. ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე შეკ­რუ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, გა­მო­იწ­ვი­ოს ანა­ლუ­რი ნაპ­რა­ლე­ბი და სის­ხლდე­ნა ანუ­სი­დან.

რო­გო­რია ყაბ­ზო­ბის პრე­ვენ­ცია?

შეკ­რუ­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბის ცვლი­ლე­ბა. ბავ­შვის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნი უნდა შე­ი­ცავ­დეს მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო­ე­ბით მდი­დარ საკ­ვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ხილი, ბოსტნე­უ­ლი და მარ­ცვლოვ­ნე­ბი. გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბის დარ­ბი­ლე­ბა­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ხელს უწყობს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც.

მშო­ბელ­მა, ასე­ვე, უნდა და­უ­წე­სონ ბავ­შვს ტუ­ა­ლე­ტის რუ­ტი­ნა და მის­ცეს მას რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი – სა­სურ­ვე­ლია, დე­ფე­კა­ცია მოხ­დეს ჭა­მის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუთ­ში. ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ის სტი­მუ­ლი­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც.

რო­გორ მკურ­ნა­ლობთ ყაბ­ზო­ბას ბავ­შვებ­ში?

თუ ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და დი­ე­ტის ცვლი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყაბ­ზო­ბა მა­ინც გაგ­რძელ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია, შეკ­რუ­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნი­სა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით.

გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან გა­ნავ­ლის და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყაბ­ზო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი უნდა მოხ­დეს მათი დაძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, თუ შეკ­რუ­ლო­ბას შე­დე­გად ახ­ლავს სტრე­სი ან შფოთ­ვა, სა­ჭი­როა, პრობ­ლე­მას კომ­პლექ­სუ­რად მი­ვუდ­გეთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი და არა­ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბაც.

R