30 701 უცხოელი სტუდენტი საქართველოში - რას სწავლობენ ისინი?!
2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სულ 30 701 უცხოელი სწავლობს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 632 ათასი სტუდენტით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
რაც შეეხება ფაკულტეტების ჩამონათვალს, რომლებზეც ყველაზე მეტი უცხოელი სწავლობს, ასეთია:
ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 27 750 სტუდენტი;
სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 1 392 სტუდენტი;
მეცნიერება - 850 სტუდენტი;
საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 330 სტუდენტი;
ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 249 სტუდენტი;