"ვზეიმობთ 20 კილოს დაკლებას" - თეონა კონტრიძის ახალი იმიჯი და წონის კლების საიდუმლო
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ერთ-ერთ ვიდეოში მომღერალმა გამომწერებს წონაში კლების საიდუმლო გაუმხილა. როგორც თავად ამბობს, 20 კილო დაიკლო, თუმცა კლება ისევ გრძელდება.
"მე და ჩემი ნუტრიციოლოგი ერთად ვზეიმობთ 20 კილოს დაკლებას" - წერს მომღერალი.
"არასოდეს მჯეროდა, რომ ალკოჰოლი ასე უშლიდა ხელს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, პასიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ მაინც... თუ თქვენც გეგმავთ წონის კლებას, მაშინ მიჰყევით ჩემს რჩევას. არც ერთი ჭიქა ღვინო, მასზე დროებით უარი უნდა თქვათ!", - ამბობს მომღერალი.