შესაძლოა აშშ-ში TikTok-ი აიკრძალოს? - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ? - კვირის პალიტრა

შესაძლოა აშშ-ში TikTok-ი აიკრძალოს? - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც შესაძლოა სოციალური ქსელი TikTok-ი აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი).

კანონპროექტი სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი აშშ-ის მასშტაბით აპლიკაციების მაღაზიებს აეკრძალებათ თავიანთ პლატფორმებზე TikTok-ის აპლიკაციის განთავსება.

ამ მომენტისთვის, უცნობია რა ბედი ელის კანონპროექტს კონგრესის ზედა პალატაში - სენატში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მის მაგიდაზე მოხვედრის შემთხვევაში (თუ კანონპროექტი სენატშიც დამტკიცდება) ის აღნიშნულ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

"ინტერპრესნიუსი"