"ივა­ნიშ­ვილ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად ათი ლიტ­რი საწ­ვა­ვი მოჰ­პა­რა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს" - ლევან ხაბეიშვილმა ტაქსით იმგზავრა - კვირის პალიტრა

"ივა­ნიშ­ვილ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად ათი ლიტ­რი საწ­ვა­ვი მოჰ­პა­რა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს" - ლევან ხაბეიშვილმა ტაქსით იმგზავრა

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მთა­ვა­რი შე­კი­თხვა ივა­ნიშ­ვილ­თან და კო­ბა­ხი­ძეს­თან არის, რა­ტომ უწევთ საწ­ვავ­ში ორ­ჯერ მე­ტის გა­დახ­და, ვიდ­რე იხ­დიდ­ნენ და რო­გორ ხდე­ბა, რომ პორ­ტამ­დე საწ­ვა­ვი ერთი ლარი და 65 თეთ­რი ღირს, ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე კი საწ­ვა­ვის ფასი ორ­მაგ­დე­ბა?" - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა დღეს ტაქ­სით იმ­გზავ­რა და ტაქ­სის მძღო­ლებს გაძ­ვი­რე­ბულ საწ­ვა­ვის ფას­ზე ესა­უბ­რა."ადა­მი­ა­ნე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მთა­ვა­რი შე­კი­თხვა არის ივა­ნიშ­ვილ­თან, კო­ბა­ხი­ძეს­თან და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან - რა­ტომ გა­უძ­ვირ­დათ საწ­ვა­ვი? რო­გორ ხდე­ბა, რომ ოც ლიტრს რომ ას­ხამ­დნენ 39 ლა­რად, დღეს იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვავ­ში 62 ლა­რის გა­დახ­და უწევთ. რო­გორ ხდე­ბა, რომ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვილ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად ათი ლიტ­რი საწ­ვა­ვი მოჰ­პა­რა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მძღო­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც საწ­ვავს ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მა­რენ. შე­სა­ბა­მი­სად, საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბა კი­დევ და­მა­ტე­ბით სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის გაძ­ვი­რე­ბას იწ­ვევს.

ეს არის მთა­ვა­რი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს აინ­ტე­რე­სებთ. ეს არის კი­თხვა, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს ივა­ნიშ­ვილ­მა და კო­ბა­ხი­ძემ - რა­ტომ ძვირ­დე­ბა საწ­ვა­ვი და რო­გორ ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ­დე 1.65 ლა­რად მო­დის - ფო­თამ­დე, ბა­თუ­მამ­დე საწ­ვა­ვი 1.65 ლარი ჯდე­ბა და ფო­თის, ბა­თუ­მის პორ­ტი­დან რომ გა­მო­დის, ფაქ­ტობ­რი­ვად 200 მეტრში უკვე საწ­ვა­ვი სამი ლარი და მე­ტია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ორ­მაგ­დე­ბა თან­ხა. ეს არის შე­კი­თხვა, რო­მელ­ზეც უნდა გას­ცენ პა­სუ­ხი. რა­ტომ და რო­გორ გა­აძ­ვი­რა საწ­ვა­ვი ივა­ნიშ­ვილ­მა და კო­ბა­ხი­ძემ?”- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.