რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე - სად "ჩასახლდნენ" ყაზახები და ყირგიზები - კვირის პალიტრა

რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე - სად "ჩასახლდნენ" ყაზახები და ყირგიზები

„ყაზახები და ყირგიზები რუსთავის ავტობაზრობაზე გადმოცხოვრდნენ, ვინც ადრე ჩვენგან ყიდულობდა მანქანას, ახლა თავად ჩამოჰყავს“, - ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვლი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას.

ჯაბა გოგინაშვილის თქმით, რუსთავის ავტობაზარზე ამჟამად დილერებისთვის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ვინც ადრე მათგან მანქანებს ყიდულობდა, ახლა თავად ახერხებენ ბიზნესში ჩართვას და ავტომობილების პირადად შეძენას, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ადგილობრივ ბაზარზე და თავად საქართველოს მოქალაქე დილერებზე.

„ბევრი ყაზახი და ყირგიზი გადმოცხოვრდა ჩვენთან სამუშაოდ, რუსთავი სავსეა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს უმთავრესი საკითხია, რადგან იგი ავტობიზნესს ხელს უშლის. ამ ხალხის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ არათანაბარი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა, დილერები კი თამაშგარე ვრჩებით“, - განაცხადა ჯაბა გოგინაშვილმა.

განაგრძე კითხვა