"გვი­ან ასაკ­ში გა­აზ­რე­ბუ­ლი და ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­დე­საც გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად არ დგამ ნა­ბიჯს" - ცნობილი გინეკოლოგისა და ტელეწამყვანის პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"გვი­ან ასაკ­ში გა­აზ­რე­ბუ­ლი და ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­დე­საც გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად არ დგამ ნა­ბიჯს" - ცნობილი გინეკოლოგისა და ტელეწამყვანის პირადი ცხოვრება

ცნო­ბი­ლი ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გი, ნინო ჩო­გო­ვა­ძე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რობ­და, სა­დაც პირ­ვე­ლად ისა­უბ­რაგუ­ლახ­დი­ლად წარ­სულ­ზე და 50 წლის ასაკ­ში შექ­მნილ ოჯახ­ზე. ექიმ­მა კო­ლე­გა­ზე, ცნო­ბილ პლას­ტი­კურ ქი­რურ­გზე ალექ­სან­დრე კა­ლან­ტა­როვ­ზე 31 დე­კემ­ბერს აშშ-ში, ლას ვე­გას­ში იქორ­წი­ნა.

ამ­ბობს, რომ იყო დრო, რო­დე­საც ვერ წარ­მო­იდ­გენ­და თუ ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან და­ი­წყებ­და, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე სხვა­ნა­ი­რად არის... ბედ­ნი­ე­რია და სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნი­ლი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს...

ნინო ჩო­გო­ვა­ძე:

- საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქალი ვარ, ძა­ლი­ან ბევრ ქარ­ტე­ხი­ლებს გა­ვუ­ძე­ლით არა მარ­ტო მე, არა­მედ ჩვენ­მა თა­ო­ბამ. დიდი პრობ­ლე­მე­ბი გა­დავ­ლა­ხეთ და ბევ­რს მი­ვაღ­წი­ეთ კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით. ამას ნამ­დვი­ლად უნდა ძალა, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ოპ­ტი­მიზ­მი.

ბევ­რი მო­მენ­ტი მქო­ნია, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ძლი­ე­რი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყებ, მა­მის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვა, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წინ მოხ­და, ძა­ლი­ან ცუდი პე­რი­ო­დი გვქონ­და მე და დე­დას, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფობ­და ამ ავა­რი­ის შე­დე­გად. ამას გა­ვუმკლავ­დი, ეს ისე რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვი­ტა­ნეთ... პირ­ვე­ლი გა­მოც­და იყო ეს, რო­დე­საც დავ­რჩი მა­მის გა­რე­შე, გო­გო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

შემ­დეგ იყო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ეტა­პი, რო­დე­საც ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის შემ­დეგ ადგე ფეხ­ზე და იცხოვ­რო. თურ­მე შე­იძ­ლე­ბა...

- რო­გორ იპო­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყეთ?

- მინ­დო­და ჩემს შვი­ლს სცოდ­ნო­და, რომ ჰყავს კარ­გი, შემ­დგა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა, და არა იმ იმი­ჯით, რა­საც ბევ­რი ცდი­ლობ­და, რომ არას­წო­რად მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ეს ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც იყო სა­ო­ცა­რი ქალი და ყო­ველ­თვის გვერ­დში მედ­გა და მინ­დო­და, რო­გორც ამა­ყობ­და, ისე ეა­მა­ყა ისევ, რომ ეთ­ქვა კარ­გი შვი­ლი ჰყავს. დედა რთუ­ლი ქალი იყო, ამა­ყი, იშ­ვი­ა­თად შე­გა­ქებ­და. ბო­ლოს რომ ამ­ბობ­და, რომ დედუ, შენ კარ­გი შვი­ლი ხარ, ეს ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და. ასე­ვე ყვე­ლა გვერ­დში მედ­გა ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი. მინ­დო­და არა­ვის არა­სო­დეს შევ­ცო­დე­ბო­დი, პი­რი­ქით, მე დავ­ჭირ­ვე­ბო­დი მათ, ეთ­ქვათ, ნინო ყვე­ლას­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნია და შე­უძ­ლია გვერ­დში დგო­მა და აქეთ არ არის და­სახ­მა­რე­ბე­ლი. არ მიყ­ვარს რო­დე­საც სიბ­რა­ლუ­ლი უჩ­ნდე­ბათ ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

- შვილ­თან ეს და­ამ­ტკი­ცეთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, უკვე დიდი ბი­ჭია, ექი­მის პრო­ფე­სია აირ­ჩია, ალ­ბათ სა­დღაც ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ჩემი ზე­გავ­ლე­ნაც არის. მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ვარ და კოს­მო­სი ყვე­ლა­ფერს ალა­გებს. სი­კე­თის მჯე­რა და უმაღ­ლე­სი გო­ნის, რა­საც გა­უშ­ვებ, იგი­ვე და­გიბ­რუნ­დე­ბა, ბუ­მე­რან­გის პრინ­ცი­პის.

- 50 წლის ასაკ­ში მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­თხო­ვი­ლი­ყა­ვით, გაჰ­ყე­ვით ცნო­ბილ პლას­ტი­კურ ქი­რურგს საშა კა­ლან­ტა­როვს...

განაგრძეთ კითხვა