"ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს" - კვირის პალიტრა

"ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს.

„ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს“, - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოს XI გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად არის, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, რადგან დადგა დრო, რომ რეგიონში არასტაბილურობა დასრულდეს.

IPN