"ისე უნდა შევაყვარო თავი, რომ თავბრუ დაეხვესო?!" - რას წერს ბილი ბოლდუინი შერონ სტოუნზე, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სექსს აიძულებდნენ
ჰოლივუდური სკანდალი გრძელდება - შერონ სტოუნის განცხადებას იმის შესახებ, რომ "Silver"-ის პროდიუსერი რობერტ ევანსი მას გადასაღებ მოედანზე მსახიობ ბილი ბოლდუინთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ბილი ბოლდუინი ეხმიანება. მისი პასუხი საკმაოდ ცინიკურია.
"წარმოდგენა არ მაქვს რატომ აგრძელებს შერონ სტოუნი ამდენი წლის შემდეგ ჩემზე ლაპარაკს. ისევ მოვწონვარ, თუ ის აწუხებს, რომ მის მცდელობებს ჩემგან საპასუხო რეაქცია არ მოჰყვა?" - წერს მსახიობი X-ის ოფიციალურ გვერდზე.
ალეკ ბოლდუინის ძმა შერონს დაემუქრა კიდეც:
"მასზე იმდენი ცუდი ისტორია ვიცი.... რომ მოესმინა, ალბათ თავბრუ დაეხვეოდა, მაგრამ ჩუმად ვიყავი. მაინტერესებს, უნდა დავწერო მეც წიგნი და ყველას მოვუყვე უამრავი შემაშფოთებელი და არაპროფესიონალური ზღაპრები შერონზე?! სახალისო იქნება.
თავის დაქალ ჯენის დიკინსონს ხომ არ უთხრა ჩემზე, ისე უნდა შევაყვარო თავი, რომ თავბრუ დაეხვესო?!", - წერს ბილი.