"ისე უნდა შე­ვაყ­ვა­რო თავი, რომ თავ­ბრუ და­ეხ­ვე­სო?!" - რას წერს ბილი ბოლდუინი შერონ სტოუნზე, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სექსს აიძულებდნენ - კვირის პალიტრა

"ისე უნდა შე­ვაყ­ვა­რო თავი, რომ თავ­ბრუ და­ეხ­ვე­სო?!" - რას წერს ბილი ბოლდუინი შერონ სტოუნზე, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სექსს აიძულებდნენ

ჰო­ლი­ვუ­დუ­რი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა - შე­რონ სტო­უ­ნის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ "Silver"-ის პრო­დი­უ­სე­რი რო­ბერტ ევან­სი მას გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მსა­ხი­ობ ბილი ბოლ­დუ­ინ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­და, ბილი ბოლ­დუ­ი­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა. მისი პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ ცი­ნი­კუ­რია.

"წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა­ტომ აგ­რძე­ლებს შე­რონ სტო­უ­ნი ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ჩემ­ზე ლა­პა­რაკს. ისევ მოვ­წონ­ვარ, თუ ის აწუ­ხებს, რომ მის მცდე­ლო­ბებს ჩემ­გან სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია არ მოჰ­ყვა?" - წერს მსა­ხი­ო­ბი X-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ალეკ ბოლ­დუ­ი­ნის ძმა შე­რონს და­ე­მუქ­რა კი­დეც:

"მას­ზე იმ­დე­ნი ცუდი ის­ტო­რია ვიცი.... რომ მო­ეს­მი­ნა, ალ­ბათ თავ­ბრუ და­ეხ­ვე­ო­და, მაგ­რამ ჩუ­მად ვი­ყა­ვი. მა­ინ­ტე­რე­სებს, უნდა დავ­წე­რო მეც წიგ­ნი და ყვე­ლას მო­ვუყ­ვე უამ­რა­ვი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ზღაპ­რე­ბი შე­რონ­ზე?! სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა.

თა­ვის და­ქალ ჯე­ნის დი­კინ­სონს ხომ არ უთხრა ჩემ­ზე, ისე უნდა შე­ვაყ­ვა­რო თავი, რომ თავ­ბრუ და­ეხ­ვე­სო?!", - წერს ბილი.

გააგრძელეთ კითხვა