ორსული ქეთა თოფურიას ფოტოები რუსულ მედიაში ქვეყნდება - "მინი კაბა ხაზს უსვამდა მის შესამჩნევად მომრგვალებულ მუცელს"
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 37 წლის ქეთა თოფურია მესამე შვილს ელოდება. მომღერალი აქამდე საგულდაგულოდ მალავდა მუცელს, თუმცა რუსეთის მთავარ არხზე „ვარსკვლავების აკადემიის“ მორიგ პრემიერაზე მინი კაბით წარსდგა და იმღერა.
ჯგუფ "A'Studio"-ს სოლისტი საზოგადოებაში აქამდე დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. თოფურია უკვე მესამედ, ტრადიციულად წარმატებით მალავდა მუცელს. მომღერალმა ოჯახთან ერთად ზამთრის დიდი ნაწილი პოპულარულ ცხელ კურორტებზე გაატარა. მხოლოდ თებერვალში გახდა ცნობილი, რომ მომღერალი მრავალშვილიანი დედობისთვის ემზადებოდა და უკვე მეშვიდე თვეში იყო.
თოფურია ახლახან დაბრუნდა მოსკოვში, სადაც ორსულობის დამალვა გაცილებით რთულია. პროექტში გამოსვლისთვის ცისფერი ლუქი შეარჩია, სადაც მინი კაბა ხაზს უსვამდა მის შესამჩნევად მომრგვალებულ მუცელს.
ვარსკვლავი დეკრეტულ შვებულებაში წასვლას ჯერ არ გეგმავს. თუმცა თავს არიდებს ხმაურიან შეკრებებს და დროებით უარი თქვა დიდ კონცერტებზე, თუმცა დახურულ კორპორაციულ წვეულებებზე ისევ გამოდის. გააგრძელეთ კითხვა