ორსული ქეთა თოფურიას ფოტოები რუსულ მედიაში ქვეყნდება - "მინი კაბა ხაზს უსვამდა მის შესამჩნევად მომრგვალებულ მუცელს" - კვირის პალიტრა

ორსული ქეთა თოფურიას ფოტოები რუსულ მედიაში ქვეყნდება - "მინი კაბა ხაზს უსვამდა მის შესამჩნევად მომრგვალებულ მუცელს"

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 37 წლის ქეთა თო­ფუ­რია მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბა. მომ­ღე­რა­ლი აქამ­დე სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და მუ­ცელს, თუმ­ცა რუ­სე­თის მთა­ვარ არხზე „ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის“ მო­რიგ პრე­მი­ე­რა­ზე მინი კა­ბით წარ­სდგა და იმ­ღე­რა.

ჯგუფ "A'Studio"-ს სო­ლის­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქამ­დე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. თო­ფუ­რია უკვე მე­სა­მედ, ტრა­დი­ცი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბით მა­ლავ­და მუ­ცელს. მომ­ღე­რალ­მა ოჯახ­თან ერ­თად ზამ­თრის დიდი ნა­წი­ლი პო­პუ­ლა­რულ ცხელ კუ­რორ­ტებ­ზე გა­ა­ტა­რა. მხო­ლოდ თე­ბერ­ვალ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მომ­ღე­რა­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და უკვე მეშ­ვი­დე თვე­ში იყო.

თო­ფუ­რია ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და მოს­კოვ­ში, სა­დაც ორ­სუ­ლო­ბის და­მალ­ვა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია. პრო­ექ­ტში გა­მოს­ვლის­თვის ცის­ფე­რი ლუქი შე­არ­ჩია, სა­დაც მინი კაბა ხაზს უს­ვამ­და მის შე­სამ­ჩნე­ვად მომრგვა­ლე­ბულ მუ­ცელს.

ვარ­სკვლა­ვი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში წას­ვლას ჯერ არ გეგ­მავს. თუმ­ცა თავს არი­დებს ხმა­უ­რი­ან შეკ­რე­ბებს და დრო­ე­ბით უარი თქვა დიდ კონ­ცერ­ტებ­ზე, თუმ­ცა და­ხუ­რულ კორ­პო­რა­ცი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ისევ გა­მო­დის. გააგრძელეთ კითხვა