"მერჩივნა, ლადო ცოცხალი ყოფილიყო და ეს დიაგნოზი მქონოდა…" - ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელებასა და ცხოვრების რთულ პერიოდზე - კვირის პალიტრა

"მერჩივნა, ლადო ცოცხალი ყოფილიყო და ეს დიაგნოზი მქონოდა…" - ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელებასა და ცხოვრების რთულ პერიოდზე

გადაცემა "დღის პოსტში" ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელებასა და იმ რთულ პერიოდზე საუბრობს, როცა უახლოესი მეგობრის შვილი დაეღუპა:

"ეს ის პერიოდია, როდესაც ძალიან მძიმე ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი უახლოესი მეგობრის, ჩემს ხელში გაზრდილი ერთადერთი შვილი, ავტოავარიაში გარდაიცვალა. გასვენების შემდეგ წავედი გამოკვლევაზე და როდესაც მითხრეს, მაშინ ვიფიქრე, რომ მერჩივნა, ლადო ყოფილიყო ცოცხალი და ეს დიაგნოზი მქონოდა. ის სიხარული რაც შეიძლება ამას მოეტანა, აღარ არსებობდა.

ვიდეო: "პოს TV", გადაცემა: "დღის პოსტი"