"საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ" - ნოე სულაბერიძისა და ციცინო შურღაიას სიურპრიზი მარიამ ტატანაშვილს - კვირის პალიტრა

"საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ" - ნოე სულაბერიძისა და ციცინო შურღაიას სიურპრიზი მარიამ ტატანაშვილს

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად ყველასათვის ცნობილი მარიამ ტატანაშვილი იმყოფებოდა. მარიამმა იმ რთული გზის შესახებ ისაუბრა, რომელიც ავარიის შემდეგ გაიარა.

„ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა… ყველამ მიმატოვა… საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა…

რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა…

საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ“- ჰყვება მარიამი.

ნოე სულაბერიძემ გადაცემის სტუმარს სიურპრიზი გაუკეთა. პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და ექიმები მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას უსასყიდლოდ გაუკეთებენ.

წაიკითხეთ ასევე: "დარტყმის შემდეგ "ბექა, მიშველე!"-ს ვყვიროდი, შემდეგ კი - "მიშველეთ, თვალები მეწვის და ვერაფერს ვხედავ"-ს. 2 კვირა ვიყავი კომაში, მერე ხელოვნური მართვის აპარატზე..."

„რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერში დაგეხმარებით უფასოდ. როდესაც თქვენს პრობლემებს გამოვიკვლევთ, შეგვეძლება გითხრათ, რას შეიძლება ველოდოთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გექნებათ და შეიძლება ისეთიც გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“. – აღნიშნა ციცინო შურღაიამ.