(VIDEO) როგორ აღნიშნეს შვილიშვილის დაბადება რეზი არველაძემ და თეონა თავართქილაძემ - რა დაარქვეს პატარას?
რეზი არველაძესა და თეონა თავართქილაძეს შვილიშვილი შეეძინათ, მას სოფია დაარქვეს.
დიზაინერის ვაჟს, ვატო არველაძესა და მაკუნა ზედაშიძეს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ვატომ საყვარელ ქალს ორი წლის წინ ხელი საჯაროდ სთხოვა. ამ მოვლენის ამსახველი კადრები მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თეონა თავართქილაძის რძალი პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.
2020 წლის აგვისტოში ვატო საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი კლუბ "ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან" გააფორმა. თუმცა 2323 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ვატო სამშობლოში დაბრუნდა კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს.
მაკუნასა და ვატოს სიყვარულის ისტორია წლების წინ საინტერესოდ დაიწყო. მოგვიანებით ვატო არველაძე ინტერვიუში იხსნებდა: "ეს მაგარი ისტორიაა. "ფეისბუქზე" მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა... და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი....“ - ამბობდა ვატო.
ვიდეოს მათი მეგობრები სოციალურ ქსელში აზიარებენ: