"ვლადიმერ პუტინი "დიდი ხანია მკვდარია" - რას ამტკიცებს სტალინის შვილიშვილი
ვლადიმერ პუტინი "დიდი ხანია მკვდარია" - ამტკიცებს სტალინის შვილიშვილი. იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც მჭიდროდ არის ჩართული რუსულ პოლიტიკაში, თვლის, რომ ტირანი "დიდი ალბათობით" მკვდარია და კრემლი მის ჩასანაცვლებლად მსახიობს იყენებს.
იაკობ ჯუღაშვილი71 წლის პუტინს დიდი ხანია ადანაშაულებენ ორეულების გამოყენებაში. არსებობს ვარაუდი, რომ დიქტატორს სულ მცირე, სამი ორეული ჰყავს, რომლებიც მკაცრი დაცვისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურის "მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ" იმყოფებიან.
ზოგიერთი რუსული წყარო თვლის, რომ პუტინი მკვდარია, სხვები ამტკიცებენ, რომ იგი ცოცხალია, მძიმედ არის ავად და ბუნკერში იმალება. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი თავის ბოლო საახალწლო მიმართვის დროს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
წლის დასაწყისში, თავად პუტინმაც აღნიშნა, რომ ძველი მეგობრები ვეღარ ცნობენ:
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ჩუკოტკაში ადამიანთა მცირე ჯგუფს უთხრა: "როდესაც ჩემს კლასელებს ან უნივერსიტეტის მეგობრებს ვხვდები, ისინი ხშირად მიყურებენ და მეუბნებიან - "არ მჯერა, სინამდვილეში შენ ხარ თუ არა?“
"პუტინი დიდი ხანია გაქრა და მის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ. რეალურად, 2002 წლიდან გადაღებული ფოტოები ვლადიმერ პუტინის ადრინდელ ფოტოებს საერთოდ არ ემთხვევა. წაიკითხეთ სრულად