ილია თოფურია საქართველოშია - ბაბუს შეხვედრა UFC-ის ქართველ ჩემპიონთან და ემოციური კადრები აეროპორტიდან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ილია თოფურია საქართველოშია - ბაბუს შეხვედრა UFC-ის ქართველ ჩემპიონთან და ემოციური კადრები აეროპორტიდან (ვიდეო)

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ილი­ას აე­რო­პორ­ტში ასო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დახ­ვდა. თო­ფუ­რი­ას დახ­ვდნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათ შო­რის ბა­ბუა.

შეხ­ვედ­რა, რა თქმა უნდა, ემო­ცი­უ­რი იყო.

"შენი ჭი­რი­მე, ბაბუ, რა­საც შემ­პირ­დი ხომ შე­მის­რუ­ლე, ხომ ასა­ხე­ლე სა­ქარ­თვე­ლო", - უთხრა მას ბა­ბუ­ამ

ილია თო­ფუ­რია 21 მარტს თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლო-ლუქ­სემ­ბურ­გის მატჩს და­ეს­წრე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ფუ­რია მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე ჩემ­პი­ო­ნის ქა­მარს წა­რად­გენს.

ცნო­ბის­თვის, სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ილია თო­ფუ­რი­ამ ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მარ­ცხა და UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ილია თო­ფუ­რია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი გახ­და, რო­მე­ლიც UFC-ის ჩემ­პი­ო­ნია.