"ჯერ კი­დევ ვერ მო­დის გონს... ქა­ლის ტკი­ვილს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწე­ვენ, ატი­რე­ბენ და ამის­გან სპექ­ტაკლს დგა­მენ" - რა მოხდა გადაცემაში, რომელმაც მთელი ყაზახეთი შოკში ჩააგდო - კვირის პალიტრა

"ჯერ კი­დევ ვერ მო­დის გონს... ქა­ლის ტკი­ვილს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწე­ვენ, ატი­რე­ბენ და ამის­გან სპექ­ტაკლს დგა­მენ" - რა მოხდა გადაცემაში, რომელმაც მთელი ყაზახეთი შოკში ჩააგდო

ყა­ზა­ხეთ­ში, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას­თან სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხ "ხა­ბა­რის" ეთერ­ში გა­სუ­ლი სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, თოქ-შოუ "ბი­რა­კი“ და­ი­ხუ­რა.

რა მოხ­და 11 მარტს სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში?

11 მარ­ტის სა­ღა­მოს 40 წლის გულ­მი­რა სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხ "ხა­ბა­რის" თოქ-შოუ „ბი­რა­ქის“ სტუ­დი­ა­ში მი­იწ­ვი­ეს. ქა­ლის თქმით, 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმრის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი ცე­მი­სას ხელი მოს­ტე­ხა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ქალ­მა ექ­ვსი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა და შიმ­კენ­ტი­დან ას­ტა­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ქალ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და.

ქალი, რო­მე­ლიც სა­ხეს ნიღ­ბის ქვეშ მა­ლავ­და, ტი­რი­ლით უზი­ა­რებ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებს აუ­დი­ტო­რი­ას. რა დრო­საც თოქ-შოუს წამ­ყვან­მა ასემ იზატ­კიზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა ის ქმარს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო, ან იმი­ტომ ეცე­მა, რომ საჭ­მელს არ ამ­ზა­დებ­და. თუმ­ცა ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ქმა­რი მხო­ლოდ იმი­ტომ სცემ­და, რომ მუ­შა­ობ­და.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მსხვერ­პლის ქმა­რი სტუ­დი­ა­ში შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც არ უარ­ყო, რომ ცოლ-შვილს სცემ­და და მი­ზე­ზად მათი „უსუფ­თა­ო­ბა“ და­ა­სა­ხე­ლა. ამის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სტუ­დი­ა­ში ექ­სპერ­ტე­ბად მიწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა ქალს ქმრის პა­ტი­ე­ბა ურ­ჩი­ეს და მი­ზე­ზად რა­მა­და­ნის წმინ­და თვე და­ა­სა­ხე­ლეს.

უფრო მე­ტიც, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის­თვის ყო­ფილ­მა ქმარ­მა ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბაც კი სცა­და, რა დრო­საც გულ­მი­რას ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და­ე­მარ­თა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, თოქ-შოუს წამ­ყვა­ნებს ქა­ლის­თვის პი­რო­ბა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი გა­და­ცე­მა­ში არ იქ­ნე­ბო­და.

რა მოხ­და გა­და­ცე­მის გას­ვლის შემ­დეგ?

თოქ-შოუს ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა მომ­ხდარ­მა და ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა, ბლო­გე­რებ­მა მო­ი­თხო­ვეს გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვინც ეს ეპი­ზო­დი მო­ამ­ზა­და. გააგრძელეთ კითხვა