62.3°C - ბრაზილიაში სითბოს რეკორდულად მაღალი ინდექსი დაფიქსირდა: რას აცხადებენ მეტეოროლოგები? - კვირის პალიტრა

62.3°C - ბრაზილიაში სითბოს რეკორდულად მაღალი ინდექსი დაფიქსირდა: რას აცხადებენ მეტეოროლოგები?

ბრა­ზი­ლი­ის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში რე­კორ­დუ­ლად ცხე­ლი დღე­ე­ბია. რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში სით­ბოს ინ­დექ­სი 62,3 გრა­დუს ცელ­სი­უსს აღ­წევს, რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ის 40 გრა­დუ­სია.

სით­ბოს ინ­დექ­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, არის ის, ტემ­პე­რა­ტუ­რა, რა­საც გრძნობს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი - ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბით არ­სე­ბუ­ლი სი­ცხე, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი შე­იგ­რძნობს.

ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სით­ბოს ინ­დექ­სია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბო­ლოს რი­ო­ში მსგავ­სი რამ 2014 წელს და­ფიქ­სირ­და. იპა­ნე­მას და კო­პა­კა­ბა­ნას სა­ნა­პი­რო­ე­ბი ხალ­ხი­თაა გა­და­ჭე­დი­ლი. "ვფიქ­რობ, სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა, ამას ემა­ტე­ბა ტყე­ე­ბის გა­ჩეხ­ვა“, - ამ­ბობს რიოს ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რა­კელ კო­რეა. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები