თინა კანდელაკის მონანიება - "ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს ჩემი დანაშაული იყო" - კვირის პალიტრა

თინა კანდელაკის მონანიება - "ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს ჩემი დანაშაული იყო"

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ვასილი უტკინის გარდაცვალების გამო რუსეთში ბევრმა გამოთქვა მწუხარება და მათ შორის "გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ თინა კანდელაკმა. ეს გასაკვირია, რამეთუ უტკინი კანდელაკს ხშირად საჯაროდ დასცინოდა, ის კი ანალოგიურად პასუხობდა.

"ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი დანაშაული იყო, რადგან ისეთი არაორდინალური ადამიანის მიმართ, როგორიც ვასიაა, განსაკუთრებული ყურადღება იყო საჭირო.

არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სპორტული ჟურნალისტი გახლდათ, რომელსაც შევხვედრივარ. ობიექტურად. სპორტული ტელევიზია მისი მთელი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. მიუხედავად ჩემს მიმართ ყველა მისი ცუდი გამონათქვამისა, ახლა ამაზე ლაპარაკიც სისულელეა. მისი ტალანტი უდავო იყო".

განაგრძე კითხვა