"დნმ ანალიზი ჩაუტარდა ნეშტებს. გაღვივდა იმედი, რომ ეს სარკოფაგი სწორედ გურჯი ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნის" - რა სიახლე ვრცელდება თამარ მეფის ულამაზეს შვილიშვილზე, რომელიც სელჩუკების დედოფალი იყო - კვირის პალიტრა

"დნმ ანალიზი ჩაუტარდა ნეშტებს. გაღვივდა იმედი, რომ ეს სარკოფაგი სწორედ გურჯი ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნის" - რა სიახლე ვრცელდება თამარ მეფის ულამაზეს შვილიშვილზე, რომელიც სელჩუკების დედოფალი იყო

ასევე დაგაინტერესებთ: "ასე გახდა ქალი საყვარელი ქმრის მკვლელის მეუღლე" - ვინ იყო გურჯი ხათუნი, ვისი საფლავიც თურქეთში, სავარაუდოდ, ახლახან იპოვეს

საქართველოს ელჩი თურქეთში - გიორგი ჯანჯღავა ქალაქ ერზურუმში აღმოჩენილი სარკოფაგებისა და სიახლის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. სიახლე თა­მარ მე­ფის შვი­ლიშ­ვილს, გურჯ ხა­თუნს ეხე­ბა, რო­მე­ლიც 13 წლი­სა რუ­მის სულ­თან­ზე გა­ა­თხო­ვეს და კო­ნი­ა­ში გა­ამ­გზავ­რეს. ასე გახ­და ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­სა ყიას-ედ-დინ ქე­ი­ხოს­რო­ვის მე­უღ­ლე და სელ­ჩუ­კე­ბის დე­დო­ფა­ლი.

ელ­ჩის ინ­ფორ­მა­ცია გურ­ჯი ხა­თუ­ნის გან­სას­ვე­ნებ­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ეხე­ბა. ირ­კვე­ვა, რომ ქარ­თვე­ლი ქალი ვაჟ­თან ერ­თად დაკ­რძა­ლუ­ლია ერ­ზუ­რუმ­ში, სარ­კო­ფაგ­ში, რო­მე­ლიც 2019 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს: მოგეხენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî - el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî - Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები თავიანთ ძირითად შრომებში მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე. თუმცა, ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის ,Selçukname-ში, არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი. გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევარები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც, ბოლო პერიოდამდე, უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება. ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, თავის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს.

როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლად აღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი, ქ.ერზურუმში.ზემოხსენებულ მწირ წერილობით და ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდა დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას".

ასევე დაგაინტერესებთ: "ასე გახდა ქალი საყვარელი ქმრის მკვლელის მეუღლე" - ვინ იყო გურჯი ხათუნი, ვისი საფლავიც თურქეთში, სავარაუდოდ, ახლახან იპოვეს